saqarTvelos uReltexilebi - sajixvisReles uReltexili
კოორდინატები | 42°40`31` ჩ. გ. 44°51`00` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3569 მ |
ქედი | კიდეგანის ქედი |
უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოების - კიდეგანის ქედზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3569 მ. აგებული იურული თიხაფიქლებით. ახასიათებს ალპური და სუბნივალური ლანდშაფტი. უღელტეხილზე გადადის საცალფეხო გზა ხევსურეთიდან - რუსეთში.